2010-09-03
ბრძანება №:75/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 15 ივნისის N135/02–01 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 15 ივნისის N135/02–01 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის  შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის     29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე–2 პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56–ე მუხლის პირველი ნაწილისა და    61–ე მუხლის პირველი ნაწილის მე–3 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის      2010–2011 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები დამტკიცდეს ახალი რედაქციით:  

პირველკურსელთა რეგისტრაცია

ბაკალავრიატი/პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა

•    ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 10 სექტემბერი – 17 სექტემბერი
•    აკადემიური რეგისტრაცია – 10 სექტემბერი – 17 სექტემბერი







შემოდგომის სემესტრი

ბაკალავრიატი/პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა

•    ადმინისტრაცისული რეგისტრაცია – 2 აგვისტო – 15 სექტემბერი
•    აკადემიური რეგისტრაცია – 9 აგვისტო – 17 სექტემბერი
•    სააუდიტორიო მეცადინეობები – 20 სექტემბერი – 31 დეკემბერი
•    სასესიო პერიოდი – 10 იანვარი – 17 თებერვალი
•    არდადეგები – 18 თებერვალი – 27 თებერვალი
მაგისტრატურა
•    ადმინისტრაციული რეგისტრაცია _ 23 აგვისტო _ 30 სექტემბერი
•    აკადემიური რეგისტრაცია _ 30 აგვისტო _ 2 ოქტომბერი
•    სააუდიტორიო მეცადინეობები _4 ოქტომბერი _ 22 იანვარი
•    სასესიო პერიოდი –24 იანვარი _ 18 თებერვალი
•     არდადეგები –19 თებერვალი– 27 თებერვალი

დოქტორანტურა
•    ადმინისტრაციული რეგისტრაცია _ 23 აგვისტო _ 30 სექტემბერი
•    სააუდიტორიო მეცადინეობები _ 4 ოქტომბერი _ 22 იანვარი

გაზაფხულის სემესტრი


ბაკალავრიატი/პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა
•    ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 8 თებერვალი _ 26 თებერვალი
•    აკადემიური რეგისტრაცია _ 10 თებერვალი _ 28 თებერვალი
•    სააუდიტორიო მეცადინეობები _ 28 თებერვალი _ 11ივნისი
•    სასესიო პერიოდი – 13 ივნისი _ 19 ივლისი
 
მაგისტრატურა
•    ადმინისტრაციული რეგისტრაცია _ 8 თებერვალი _ 26 თებერვალი
•    აკადემიური რეგისტრაცია _ 10 თებერვალი _ 28 თებერვალი
•    სააუდიტორიო მეცადინეობები _ 28 თებერვალი _ 11 ივნისი
•    სასესიო პერიოდი _ 13 ივნისი _ 19  ივლისი
დოქტორანტურა
•    ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 1 თებერვალი _ 19 თებერვალი
•    სააუდიტორიო მეცადინეობები _ 21 თებერვალი _ 4 ივნისი


2.    ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 15 ივნისის N135/02–01 ბრძანება.
3.    ბრძანების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა.
4.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანო – ,,თბილისის უნივერსიტეტში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა დაევალოს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორს ნინო კაკულიას.
5.    ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
6.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
7.    წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის №52), ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).




რექტორის მოვალეობის
 შემსრულებელი                                                         ა. კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება