2017-06-14
ბრძანება №:628/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტების 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტების 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, რექტორის, 2015 წლის 29 ივლისის №126/01-01 ბრძანების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორის თ. გაგოშიძის 2017 წლის 06 ივნისის №8571/26 განცხადების და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დ. კანდელაკის 2017 წლის 07 ივნისის №8711/10 დასკვნის (დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდანტების შესარჩევი კომისიის სხდომის ოქმი №1) საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაფინანსდნენ, 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტები შემდეგი ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით): 
ა. თინათინი საბაური - 375 ლარით;
ბ. ნათია სორდია– 1406.25 ლარით;
გ. თინათინი ბანძელაძე– 1406.25 ლარით;
დ. გიორგი ჭუმბურიძე– 1406.25 ლარით;
ე. ლაშა ხოჯანაშვილი– 312.5 ლარით.
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები დოქტორანტების მონაცემთა ბაზაში.
3.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                  ნ. ოვსიანიკოვა

« უკან დაბრუნება