2017-08-04
ბრძანება №:174/02-01

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის შესახებ

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების  ჩამოწერის შესახებ

    "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუქნტის "ზ" და "თ" ქვეპუნქტების, 85-ე მუხლის 11 პუნქტის, "საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის, მე-5 მუხლის, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2015 წლის 29 მაისის №3 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის             29 ივლისის №MES 5 15 00743943 კორესპონდენციის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 13 თებერვლის №17/02-01 ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის 2017 წლის 21 ივლისის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩამოწერილ იქნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის  ბალანსიდან 340 958 ლარის ღირებულების ძირითადი აქტივები (370 ერთეული, დანართი №1);
2.    დაევალოს იურიდიულ დეპარტამენტს ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის (სავარაუდო წონა 3976 კგ.  (მ.შ. 3966 კგ. შავი ლითონი, 10 კგ. ალუმინი)) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
3.    დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვა განახორციელოს კანონმდებლობის შესაბამისად;
4.    დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებები;
5.    დაევალოს კანცელარიას გადასცეს წინამდებარე ბრძანება დაგზავნის ფურცელში მითითებულ სტრუქტურულ ერთეულებს;
6.    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება;
7.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                              ნუნუ ოვსიანიკოვა

« უკან დაბრუნება