2012-07-25
ბრძანება №:98/02-01

"სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის №174/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ”, ,,ნ” ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული "საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის" მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის, მე-7 მუხლის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შევიდეს შემდეგი ცვლილებები "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის №174/02-01 ბრძანებაში:

ა)    ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით - ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ”;

ბ)    ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით - ,,1. ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ორგანიზებულად და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დადგენილ ვადებში ჩატარების მიზნით, შესასრულებელი სამუშაოს სირთულისა და მოცულობის გათვალისწინებით, შეიქმნას მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისია შემდეგი სტრუქტურით: ა)საინვენტარიზაციო კომისიის აპარატი და მისი ვალდებულებები (დანართი - №1); ბ)საინვენტარიზაციო ქვეკომისიები და მათი ვალდებულებები (დანართი - №2, დანართი - №3, დანართი - №4, დანართი - №5, დანართი - №6);”;

გ)    ბრძანებით დამტკიცებული №1,2,3,4,5,6 დანართების შესავალში მოცემული ამ დანართების დამამტკიცებელი აქტის გამომცემი პირისა და რეკვიზიტების შესახებ არსებულ შინაარსში და ისინი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით –

გ.ა)  ,, დანართი - №1
დამტკიცებულია ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის 2011 წლის “ 30. 09 “
№174/02-01 ბრძანებით”;

გ.ბ)  ,, დანართი - №2
დამტკიცებულია ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის 2011 წლის “ 30. 09 “
№174/02-01 ბრძანებით”;

გ.გ)  ,, დანართი - №3
დამტკიცებულია ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის 2011 წლის “ 30. 09 “
№174/02-01 ბრძანებით”;

გ.დ)  ,, დანართი - №4
დამტკიცებულია ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის 2011 წლის “ 30. 09 “
№174/02-01 ბრძანებით”;

გ.ე)  ,, დანართი - №5
დამტკიცებულია ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის 2011 წლის “ 30. 09 “
№174/02-01 ბრძანებით”;

გ.ვ)  ,, დანართი - №6
დამტკიცებულია ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის 2011 წლის “ 30. 09 “
№174/02-01 ბრძანებით”;

დ)    ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის ("საინვენტარიზაციო კომისიის აპარატი და მისი ვალდებულებები”) პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით - ,,6. რევაზ გულარაშვილი - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, წევრი”.  

2. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად  გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის, დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                             დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება