2010-03-26
ბრძანება №:24/01-01

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის შემდგომი გაძლიერების ღონისძიებების შესახებ” თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 27 ოქტომბრის №01-01/259 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის შემდგომი გაძლიერების ღონისძიებების შესახებ” თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 27 ოქტომბრის №01-01/259 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
                                 
                               ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
                              
1. შევიდეს ცვლილება ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის შემდგომი გაძლიერების ღონისძიებების შესახებ” თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 27 ოქტომბრის №01-01/259 ბრძანებაში.
2.  ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ჯგუფის მუშაობის ვადა გაგრძელდეს 2009-2010 და 2010-2011 სასწავლო წლებში. ჯგუფის წევრებს აღნიშნული მუშაობა ჩაეთვალოთ პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობად.
3.  ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გათვალისწინებულ იქნას, რომ ჯგუფის მუშაობას ფინანსურად 2009-2010 და 2011-2012 სასწავლო წლებში უზრუნველყოფს ,,დიონისიოს ვარელასი ბიზანტინისტიკის განვითარებისათვის პროგრამა”.
4.  ბრძანება განთავსდეს თსუ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
5.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი:  თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათი №7203/02, 19.03.2010 წელი.



 რექტორი, პროფესორი                                          გ. ხუბუა
« უკან დაბრუნება