2013-09-24
ბრძანება №:1648/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე დოქტორანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის #187 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანების მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №25/2011 დადგენილებით დამტკიცებული "დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის“ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტისა და საგანმანათლებლო ერთეულების წარდგინებების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე, საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად შემდეგი დოქტორანტობის კანდიდატები:

1.1.    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
1.2.    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
1.3.    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
1.4.    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);
1.5.    იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);
1.6.    მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6);
1.7.    ტურიზმის საერთაშორისო სკოლა (დანართი 7).

2.    შეტანილ იქნეს ინფორმაცია 1 (ერთი) დღის ვადაში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში;
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
4.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5.    ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.











რექტორი, აკადემიკოსი                                       ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება