2019-03-22
ბრძანება №:58/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ქრომატოგრაფიული მეთოდების გამოყენება სურსათის ტესტირებისა და კლინიკურ სადიაგნოსტიკო ლაბორატორიებში“ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   უწყვეტი  განათლების  ცენტრის სასერტიფიკატო კურსის  „ქრომატოგრაფიული მეთოდების გამოყენება სურსათის ტესტირებისა და კლინიკურ სადიაგნოსტიკო ლაბორატორიებში“   ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2013  წლის  11  სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის   „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ქრომატოგრაფიული   მეთოდების გამოყენება სურსათის ტესტირებისა და კლინიკურ სადიაგნოსტიკო ლაბორატორიებში“ დამტკიცების შესახებ რექტორის 2019 წლის 11 თებერვლის N37/01-01 ბრძანების, საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 14 მარტის N4420/10  წერილისა  და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2019 წლის 15 მარტის  N4594/10 წერილის  საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ქრომატოგრაფიული მეთოდების გამოყენება სურსათის ტესტირებისა და კლინიკურ სადიაგნოსტიკო ლაბორატორიებში“ ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 50 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 400 ლარის ოდენობით;
2.   კურსზე მსმენელთა მინიმალური რაოდენობა - 8 მსმენელი;
3.   მასწავლებლის  ანაზღაურება     განისაზღვროს  1  საათი  –  35  ლარის  ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
4.   დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    წინამდებარე    ბრძანების    გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
5.   დაევალოს  საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტს  ბრძანების  განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
6.   ბრძანება    ძალაში    შედის    კანონმდებლობით    დადგენილი    წესით    საჯაროდ გამოცხადებისთანავე.





ადმინისტრაციის ხელმძღვანელი         ნუნუ ოვსიანიკოვა 
« უკან დაბრუნება