2019-08-01
ბრძანება №:196/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ  ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტების, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის  N118 დადგენილების - " სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს  2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო   განრიგის   დამტკიცების   შესახებ“ თსუ   რექტორის   და   ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 15 მაისის №10/04 ერთობლივი ბრძანებისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის დემეტრე ეგნატაშვილის 2019 წლის 31 ივლისის N14805/31-05  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ    ფაკულტეტზე    ასისტენტ    -    პროფესორების სამსახურში მისაღებად;

2.უნივერსიტეტის  ასისტენტ  -  პროფესორად  4  (ოთხი)  წლის  ვადით  შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;

3.კონკურსი     გამოცხადდეს     2019     წლის     პირველ     აგვისტოს.     საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 2 სექტემბრიდან 2019 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2019 წლის პირველი ოქტომბრისა.

4.კონკურსი გამოცხადდეს იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

სისხლის სამართლის მიმართულება
ასისტენტ - პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია ,,ა’’)

კონსტიტუციური  სამართლის მიმართულება
ასისტენტ - პროფესორი - 1 საშტატო ერთეული   (კატეგორია ,,ბ’’)


5. ასისტენტ    -    პროფესორის    თანამდებობაზე    ასარჩევმა    კანდიდატმა    უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება    საკონკურსო    კომისიის    სახელზე    (დადგენილი      ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);         
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)   ასლი   (უცხო   ქვეყანაში   მიღებული განათლების   ან/და სამეცნიერო   ხარისხის   აღიარების   კანონმდებლობით   დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე)  სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ვ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ზ) სამოტივაციო წერილი;

6. ასისტენტ - პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი    კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი  აკადემიური  თანამდებობის  დაკავებისთანავე) და დაადასტუროს  ინფორმაცია იმის შესახებ,რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7.   საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს   2019 წლის 2 სექტემბრიდან   2019 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით 9:30-დან 18:00  საათამდე, იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N3 თსუ II კორპუსი,  ოთახი N117;
8.   ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი"; 
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (იურიდიული ფაკულტეტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, გაზეთი ,,თბილისის უნივერსიტეტი’’).
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



რექტორი         გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება