2017-04-25
ბრძანება №:75/01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებების ჩასატარებლად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით  ღონისძიებების ჩასატარებლად  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო  კომისიის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-9  და მე-12 პუნქტების, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის 2017 წლის 12 აპრილის #5310/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   100 წლის იუბილესთან დაკავშირებით  ღონისძიებების ჩასატარებლად შეიქმნას   სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისია (შემდგომში - ,,კომისია’’) შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი შარვაშიძე - კომისიის თავმჯდომარე, რექტორი;
ბ) ნუნუ ოვსიანიკოვა-კომისიის წევრი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
გ) მიხეილ ჩხენკელი - კომისიის წევრი, რექტორის მოადგილე;
დ) ლაშა საღინაძე -კომისიის წევრი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე;
ე)  თეიმურაზ ბერიძე -კომისიის წევრი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი;
ვ)  ირაკლი ბურდული - კომისიის წევრი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
ზ)  თამარ გაგოშიძე - კომისიის წევრი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი;
თ)  ნანი გაფრინდაშვილი -კომისიის წევრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
ი) თამარ დოლბაია - კომისიის წევრი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
კ) ალექსანდრე ცისკარიძე -კომისიის წევრი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
ლ) რამაზ ხომერიკი -კომისიის წევრი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
მ)  ზურაბ გაიპარაშვილი -კომისიის წევრი, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი;
ნ) ნანა მამაგულიშვილი-კომისიის წევრი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;
ო) ეკა კვიტაშვილი - კომისიის წევრი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კონსულტანტი.
2. დაევალოს კომისიას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დაგეგმილი ღონისძიებების ნუსხის შედგენა. 
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.  ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,                                                                 
რექტორის მოადგილე                                                                                       მიხეილ ჩხენკელი






« უკან დაბრუნება