2018-11-05
ბრძანება №:276/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფსიქოლოგიისა  და განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტების, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების     მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების-„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ"  (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 29  ოქტომბრის №29/04 ერთობლივი ბრძანების და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ გაგოშიძის  2018 წლის 3 ოქტომბრის  N20195/26  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 5 ნოემბერს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 6 დეკემბრიდან 2018 წლის 14 დეკემბრამდე. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2019 წლის  15 იანვრისა;

4. კონკურსი გამოცხადდეს ფსიქოლოგიისა  და განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა სასწავლო სამეცნიერო  დეპარტამენტში
       
ასოცირებული პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული

5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა   წარმოადგინოს;
ა) განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  (დადგენილი   ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და     PDF ფაილების სახით);         
გ)პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი  (უცხო  ქვეყანაში  მიღებული განათლების  ან/და სამეცნიერო  ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე)სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით  გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ვ)სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი  დოკუმენტი;
ზ)შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ)სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს,  წერილობით  გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 6 დეკემბრიდან 2018 წლის  14 დეკემბრამდე.930-დან 18:00 საათამდე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის  საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N11, თსუ მე-3 კორპუსი, ოთახი N 108;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი                                                                                                               გიორგი  შარვაშიძე
                                                                         
« უკან დაბრუნება