2016-03-31
ბრძანება №:44/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოინფორმაციული ცენტრის შექმნის საკითხის განხილვისა და შესაბამისი წინადადებების მომზადების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოინფორმაციული ცენტრის შექმნის საკითხის განხილვისა და    შესაბამისი წინადადებების მომზადების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4 ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოინფორმაციული ცენტრის შექმნის საკითხის განხილვისა და შესაბამისი წინადადებების მომზადების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ რექტორის 2016 წლის 24 თებერვლის N#25/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამუშაო ჯგუფს დაევალოს განიხილოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოინფორმაციული ცენტრის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები არაუგვიანეს 2016 წლის 25 აპრილისა.“
3. ბრძანების   ყველასათვის    ხელმისაწვდომ     ადგილზე     განთავსების უზრუნველყოფა  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას. 
4. ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                                                       აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება