2018-06-04
ბრძანება №:130/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში – მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში – მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“,  ,,პ“  ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების  დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის, მე-10 მუხლის და მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მიხეილ ნიორაძის 2018 წლის 23 მაისის N10529/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის  2018 წლის 21 მაისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    დამტკიცდეს 2018 წლის პირველი ივნისიდან სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) განყოფილებების მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით:
       ექსპერიმენტული ფიზიკის განყოფილება:
1.    ჯემალ ხუბუა - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული
       (10 წლის ვადით)
2.    თამარ ჯობავა - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული
(10     წლის ვადით)
3.    რევაზ შანიძე - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი –1 საშტატო ერთეული
       (10 წლის ვადით)
4.    ნოდარ ლომიძე - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული
       (10 წლის ვადით)
5.    ლიდა ჩხაიძე  - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული
6.    ლიანა აბესალაშვილი  - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული
7.    ლალი ხარხელაური  - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული
8.    ლალი ახობაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
9.    არჩილ დურგლიშვილი  - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
10.    თამარ ზაქარეიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
11.    გოგიტა პაპალაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

    თეორიული ფიზიკის განყოფილება:

1.    ანზორ ხელაშვილი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული
(10  წლის ვადით)
2.    აკაკი ლიპარტელიანი -  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
3.    თამარ ბაბუციძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
4.    თეიმურაზ ნადარეიშვილი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5  საშტატო ერთეული

2.    ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა       
       დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.    წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს  
       საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.    ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
           


 რექტორი    გიორგი  შარვაშიძე
« უკან დაბრუნება