2014-09-15
ბრძანება №:152/01-01

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ – პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2014 წლის 30 ივლისის №126/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 15 სექტემბრის #25 ოქმის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შევიდეს ცვლილება "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ – პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2014 წლის 30 ივლისის #126/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"3. კონკურსი გამოცხადდეს 2014 წლის 30 ივლისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2014 წლის პირველი სექტემბრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2014 წლის 26 სექტემბრისა”.
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული    სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი, პროფესორი                        აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა                                         

« უკან დაბრუნება