2018-10-23
ბრძანება №:254/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასაფინანსებელი სტუდენტების გამოსავლენად ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე შიდა გამოცდის ჩატარების წესისა და ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასაფინანსებელი სტუდენტების გამოსავლენად ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე შიდა გამოცდის ჩატარების წესისა და ვადების   განსაზღვრის შესახებ

 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი ნაწილის,  53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და „2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 17 აგვისტოს №135/ნ ბრძანების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში მობილობით/შიდა მობილობით    ჩარიცხული ან სტატუსაღდგენილი დასაფინანსებელი სტუდენტების გამოვლენა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ხორციელდება უნივერსიტეტის  მიერ დადგენილი ზოგადი უნარების გამოცდის საფუძველზე;
2. თუ ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების მიხედვით ბოლო საკონკურსო ადგილზე გასულია 2 ან მეტი სტუდენტი, უნივერსიტეტი ეყრდნობა ერთიანი ეროვნული გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებულ სტუდენტთა საკონკურსო ქულებს. თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოპოვებული აქვთ თანაბარი საკონკურსო ქულა, სტუდენტის შერჩევა ხდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად;
3.    განისაზღვროს შიდა გამოცდის ვადები შემდეგი სახით:
3.1. გამოცდა ზოგად უნარებში  -  25 ოქტომბერი; 
3.2. გამოცდის შედეგების გამოცხადება – 26  ოქტომბერი;
3.3. გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  29  ოქტომბერი;
3.4. აპელაციის შედეგების გამოცხადება – 30  ოქტომბერი.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;


5. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                                                                            ალექსანდრე ცისკარიძე

« უკან დაბრუნება