2008-05-27
ბრძანება №:34/01–01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2006–2007 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურის სტუდენტთა რეგისტრაციისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ (ბრძანება N34/01–01)


          ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2008 - 2009 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან  გადმოყვანის  წესით და  შიდა  საუნივერსიტეტო მობილობით  სტუდენტების  ჩარიცხვის  ორგანიზებულად  ჩატარების   უზრუნველყოფის შესახებ

 

"უმაღლესი განათლების" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად,


ვბრძანებ:

  1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოყვანის წესით სტუდენტთა ჩარიცხვა 2008-2009 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მოხდეს აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში დარეგისტრირებულ ვაკანტურ ადგილებზე.
  2. სტუდენტთა მობილობისათვის განცხადებების შესაბამისი საბუთების მიღება განხორციელდეს 2008 წლის 14 ივლისიდან 25 ივლისამდე ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, თსუ ფაკულტეტების კანცელარიაში.
  3. დაევალოთ ფაკულტეტების დეკანებს (რ. ბოჭორიშვილი, დ. თვალთვაძე,     ნ. ბელქანია, ჯ. ჯანჯღავა, დ. კერესელიძე, ა. ცისკარიძე):

    ა) წარმოადგინონ საგამოცდო თემები და შებასების კრიტერიუმები  2008 წლის 3 ივნისამდე.
    ბ) უზრუნველყონ კონკურსანტთა კრედიტების აღიარება 2008 წლის  25-29 აგვისტომდე და შესაბამისი ფორმით სასწავლო დეპარტამენტისათვის მიწოდება.
    გ) წარმოადგინონ შესაბამისი დარგობრივი საგამოცდო და სააპელაციო კომისიების შემადგენლობა 2008 წლის 29 აგვისტომდე.
  1. კონკურსანტთა რეგისტრაცია განხორციელდეს 2008 წლის 1-2 სექტემბერს თსუ ფაკულტეტებზე.
  2. საკონკურსო გამოცდა ჩატარდეს 2008 წლის 3 სექტემბერს.
  3. გამოცდის შედეგები გამოცხადდეს 2008 წლის 5 სექტემბერს.
  4. სააპელაციო განცხადებების მიღება განხორციელდეს 5 და 8 სექტემბერს.
  1. კონკურსანტთა შეხვედრა სააპელაციო კომისიასთან შედგეს 2008 წლის      10 სექტემბერს 12 საათზე.
  2. საკონკურსო გამოცდის საბოლოო შედეგები გამოცხადდეს 2008 წლის       11 სექტემბერს.
  3. ფაკულტეტების დეკანებმა უზრუნველყონ საკონკურსო გამოცდის საბოლოო შედეგების საფუძველზე სტუდენტთა გადმოყვანის წესით ჩარიცხვის შესახებ წარდგინების მომზადება და წარმოდგენა 12 სექტემბერს.
  4. სასწავლო დეპარტამენტმა უზრუნველყოს სხვა უმაღლესი სასწავლებლებლებიდან გადმოყვანის წესით სტუდენტთა ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება 17 სექტემბერს.
  5. დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ. ოვსიანიკოვა), უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის.
  6. ბრძანება განთავსდეს თსუ ვებ-გვერდზე და გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში".
  7. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
  8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

  საფუძველი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება #121.

 

რექტორი, პროფესორი  გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება