2011-08-12
ბრძანება №:02/03

სადოქტორო პროგრამის შეფასების ფორმის დამტკიცების შესახებ

სადოქტორო პროგრამის შეფასების ფორმის დამტკიცების შესახებ

   „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 26–ე მუხლის მე-5 პუნქტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების“ მე–3 მუხლის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2011 წლის 12 აგვისტოს №21499/02, მედიცინის ფაკულტეტის 2011 წლის 12 აგვისტოს №21496/02, იურიდიული ფაკულტეტის 2011 წლის 12 აგვისტოს №21474/02 წერილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    დამტკიცდეს “სადოქტორო პროგრამის შეფასების ფორმა“ (დანართი №1).
2.    ძალადაკარგულად გამოცხადდეს “სადოქტორო პროგრამის შეფასების ფორმისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 სექტემბრის №01/03 ბრძანება.
3.    ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4.    წინამდებარე ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
5.    ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.




ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახურის უფროსი                        ნინო დურგლიშვილი
« უკან დაბრუნება