2015-02-27
ბრძანება №:17/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა ატესტაციის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა ატესტაციის გამოცხადების  შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 24 თებერვლის №08/04 ერთობლივი ბრძანების, ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საატესტაციო  კომისიის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ოქმის (წერილი №7590/02)  საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ თანამდებობებზე დასაქმებული ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა ატესტაცია 70 საშტატო ერთეულზე.
2. ატესტაცია ჩატარდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის მოთხოვნების საფუძველზე _ "დოკუმენტაციის განხილვა/შეფასება, რომელიც ადასტურებს ბოლო ოთხი წლის მანძილზე მასწავლებლის/მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას და ჩატარებულ სამეცნიერო-მეთოდურ საქმიანობას."
3. ატესტაციაში მონაწილეობის მსურველ მასწავლებლებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა (წარმოსადგენი დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს 2011-2015 წლებს):
ა)  განცხადება კომისიის სახელზე  
ბ)  ავტობიოგრაფია (Resume/CV _ ქართულ ენაზე);
გ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დ) პროფესიული (ენობრივი კომპეტენციის, მეთოდური, დარგობრივი ენის)     განვითარების დამადასტურებელი სერტიფიკატების ასლები; 
ე) თანამდებობის პროფილით გათვალისწინებული (სასწავლო-მეთოდური) შრომების სია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ადგილობრივ და საერთაშორისო (საქართველოში და უცხოეთში)  კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ზ) უცხოეთში სტაჟირების (ენის სწავლების  მეთოდიკა) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4. ატესტაციის შედეგად შერჩეულ მასწავლებელთა მინიმალური სავალდებულო კვირეული სააუდიტორიო დატვირთვა და შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.
5. ატესტაციის შედეგად შერჩეული მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 4 წლის ვადით.
6. საბუთების მიღება იწარმოებს 2015 წლის 2 მარტიდან 4 მარტის ჩათვლით  10 საათიდან 17 საათამდე, მისამართზე ი. ჭავჭავაძის გამზ. №36 თსუ  V კორპუსი, ოთახი №231. 
7. საბუთების განხილვის ვადად განისაზღვროს 2015 წლის 5 მარტიდან  2015 წლის 6 მარტის ჩათვლით.
8.  საბოლოო შედეგი გამოცხადდეს 2015 წლის 9 მარტს.
9. ბრძანების უნივერსიტეტის   ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.  დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში  მითითებული
სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა. 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                  დ. ჩომახიძე

« უკან დაბრუნება