2012-07-12
ბრძანება №:102/02-01

,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის N176/02-01 ბრძანების #1 დანართში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის N176/02-01 ბრძანების #1 დანართში ცვლილებების  შეტანის თაობაზე

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის,  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 04 ნოემბრის  #412 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, მე-4 პუნქტის და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2012 წლის 03 ივლისის #15916/02  კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    ,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის N176/02-01 ბრძანებით დამტკიცებული #1 დანართში შევიდეს  ცვლილებები და დანართის 27 –ე პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,27. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა:
,,27.5. მაია კახიანი, უფროსი  სპეციალისტი – ქართული, რუსული პერიოდიკის ფონდზე (ჟურნალები და გაზეთები).
27.7.  ეკა ყაჩმაზაშვილი, ბიბლიოგრაფიის განყოფილების გამგე – საცნობარო ბიბლიოგრაფიულ ფონდზე.  
27.17. მარინე ნაოჭაშვილი, უფროსი სპეციალისტი – თსუ-სა და ბრიტანეთის საბჭოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისათვის ბრიტანული საბჭოს მიერ გადმოცემულ წიგნად ფონდზე და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში მხატვრული ლიტერატურის ფონდზე (რდ3).

27.20. რუსუდან კალანდარიშვილი, უფროსი სპეციალისტი – თსუ-სა და ბრიტანეთის საბჭოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისათვის ბრიტანული საბჭოს მიერ გადმოცემულ წიგნად ფონდზე და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის  სახელობის სამკითხველო დარბაზში მხატვრული ლიტერატურის ფონდზე (რდ3).
27.21. მარიამ შინჯიაშვილი, ბიბლიოთეკარი – თს ბიბლიოთეკის  შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში სამეცნიერო –საგანმანათლებლო ფონდზე (რდ2).
27.22. თამარ მურჯიკნელი, ბიბლიოთეკარი – თსუ  ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფონდზე (რდ2).
27.23. ცირა სიხარულიძე, უფროსი სპეციალისტი – თსუ ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფონდზე (რდ2).
27.24. ეკა გოგინაშვილი, ბიბლიოთეკარი –თსუ ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფონდზე (რდ2).
27.25. მაყვალა აბაიშვილი, ბიბლიოთეკარი – თსუ ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში დახურულ ფონდზე (რდ1).
27.26. თამარ კალმახელიძე, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების გამგე – სარესტავრაციო ლაბორატორიის ინვენტარზე.”

2. დაევალოს    კანცელარიას     წინამდებარე  ბრძანების     შესასრულებლად  გადაცემა  დაინტერესებულ   პირთათვის,   დაგზავნის ფურცელში    მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
3. დაევალოს კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანება  განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.  
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.






ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                              დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება