2018-03-16
ბრძანება №:207/01-04

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (სუბსპეციალობის) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (სუბსპეციალობის) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,   55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის N187 დადგენილების პირველი მუხლის  მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის   №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8 პუნქტის "ა", "ბ", "ო", და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის,  "საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 და მე-15 მუხლების, "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 96-102 მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების "რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა", "ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 09 მარტის N4628/32 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:

1.    ჩაირიცხონ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (სუბსპეციალობის) საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი კონკურსანტები:

საგანმანათლებლო პროგრამა – პალიატიური მედიცინა

1.    შაიშმელაშვილი გიორგი  
2.    სამადაშვილი ცოტნე
3.    კაკუბავა თეიმურაზ
4.    გვენცაძე მადონა


2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;
3.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი       გიორგი შარვაშიძე




« უკან დაბრუნება