2011-12-23
ბრძანება №:129/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში აუდიტორიებისა და დარბაზებისათვის უნივერსიტეტის დამფუძნებელთა და ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობის აგების ორგანიზატორთა სახელების მინიჭების თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში აუდიტორიებისა და დარბაზებისათვის უნივერსიტეტის დამფუძნებელთა და ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობის აგების ორგანიზატორთა სახელების მინიჭების თაობაზე
      
    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 16-ე მუხლის, მე-2 პუნქტის  და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2011 წლის 01 დეკემბრის #32519/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
 
1.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში შემდეგ აუდიტორიებსა და დარბაზებს მიენიჭოთ უნივერსიტეტის დამფუძნებელთა და ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობის აგების ორგანიზატორთა სახელები:

ა) 107-ე ოთახს – ივანე ჯავახიშვილის სახელობის დარბაზი;
ბ) 115-ე ოთახს – პეტრე მელიქიშვილის სახელობის დარბაზი;
გ) 201-ე ოთახს – მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის სახელობის აუდიტორია;
დ) 202-ე ოთახს – დავით სარაჯიშვილის სახელობის აუდიტორია;
ე) 203-ე ოთახს – სვიმონ კლდიაშვილის სახელობის აუდიტორია;
ვ) 206-ე ოთახს – ნიკო ცხვედაძის სახელობის აუდიტორია;
ზ) 216-ე ოთახი – აკაკი შანიძის სახელობის აუდიტორია;
თ) 217-ე ოთახი – კორნელი კეკელიძის სახელობის აუდიტორია;
ი) 218-ე ოთახი – გიორგი ახვლედიანის სახელობის აუდიტორია;
კ) 219-ე ოთახი – იოსებ ყიფშიძის სახელობის აუდიტორია;
ლ) 220-ე ოთახს – ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის აუდიტორია;
მ) 307-ე ოთახს – შალვა ნუცუბიძის სახელობის აუდიტორია;
ნ) 308-ე ოთახს – იუსტინე აბულაძის სახელობის აუდიტორია;
ო) 309-ე ოთახს – ანდრია ბენაშვილის სახელობის აუდიტორია;
პ) 318-ე ოთახს – დიმიტრი უზნაძის სახელობის აუდიტორია;
ჟ) ბიბლიოთეკის დიდ სამკითხველო დარბაზს – შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალური სამკითხველო დარბაზი;
რ) ბიბლიოთეკის მცირე სამკითხველო დარბაზს – მარო მაყაშვილის სახელობის მცირე სამკითხველო დარბაზი;

2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.






რექტორი                                        ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება