2012-05-16
ბრძანება №:77/02-01

,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების კურსის ,,აღმზრდელი (ბაგა-ბაღის)’’ს ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 15 მარტის №36/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების კურსის ,,აღმზრდელი  (ბაგა-ბაღის)’’ს ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 15 მარტის №36/02-01 ბრძანებაში  დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2012 წლის 10 მაისის №11219/02 წერილის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების კურსის ,,აღმზრდელი (ბაგა-ბაღის)’’ ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 15 მარტის №36/02-01 ბრძანების პირველ პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

   ,,11.  კურსის საფასურის გადახდა განხორციელდეს ორ ეტაპად:
ა) კურსის ღირებულების პირველი ნაწილი (არანაკლებ 50%) დაიფაროს კურსის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში;
ბ) კურსის ღირებულების დარჩენილი ნაწილი დაიფაროს კურსის დასრულებამდე არაუგვიანეს 3კვირისა.

2.  დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
3. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ვებ-გვერდზე განთავსება.
4.   ბრძანება  ძალაშია  გამოცემისთანავე.
 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                              დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება