2019-05-28
ბრძანება №:131/01-01

ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ  საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის გამოყოფილი  სტიპენდიების  კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53- ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (6774/10; 28.05.19) საფუძველზე



ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს   კანდიდატთა   შესარჩევი   კონკურსი   2019   წლის   ზაფხულისთვის ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის თსუ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურისა საფეხურის სტუდენტებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2. კონკურსი  ჩატარდეს  2019  წლის  29  მაისს  11  საათზე  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121   (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 
ა)რუსუდან დოლიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)გურამ ქუთელია,    თსუ    ზუსტ    და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ბ)სოფია აუგუშტა დე კაშტრუ ოლივეირა და კრუში, პორტუგალიური ენისა და
კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი.

4. დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის   სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.





რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში            ნინო ოკრიბელაშვილი
« უკან დაბრუნება