2019-12-24
ბრძანება №:290/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში სპეციალისტის (შტატგარეშე პოზიცია) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში სპეციალისტის (შტატგარეშე პოზიცია) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის    ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის კახაბერ ჭეიშვილის  2019  წლის  20 დეკემბრის N25134/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში      სპეციალისტის   (შტატგარეშე პოზიცია) შესარჩევად.
2. პროფესიული განათლების ცენტრის სპეციალისტის შრომის ანაზღაურება (საშემოსავლოს ჩათვლით) განისაზღვრება თვეში 400 (ოთხასი) ლარით.
3. სპეციალისტის სამუშაო საათები განისაზღვრება ცენტრის ხელმძღვანელის მიერ, კვირაში არაუმეტეს 20 საათისა.
4. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის, ოკუპაციური თერაპიის, რეაბილიტაციის ან სხვა რომელიმე დაკავშირებულ სფეროში ან/ და სპეციალური განათლების მასწავლებლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ჰქონდეს სულ მცირე ერთწლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება სპეციალური/ინკლუზიური განათლების ან სპეცილური საგანმანათლებლო საჭიროების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა  მხარდაჭერის  სფეროში  (საჯარო  სკოლა, სპეციალიზებული  პროფილის  მქონე  სკოლა, დღის ცენტრი, რეაბილიტაციის ცენტრი).
გ) იცნობდეს „პროფესიული განათლების შესახებ“  საქართველოს კანონს და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას“.
დ)  სასურველია  ინგლისური ენის ცოდნა;
5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი უნარ-ჩვევები:
ა) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ბ) პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების მოძიების უნარი; 
გ) კომპიუტერული უნარების ფლობა;
დ) სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; 
ე) დროის ეფექტიანი მართვის   უნარი;
ვ) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
6. პროფესიული განათლების ცენტრის სპეციალისტის შესასრულებელი ფუნქციებია:
ა) პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა განათლების მხარდაჭერა, როგორც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა-სწავლების დროს, ასევე, სამეწარმეო პრაქტიკის განხორციელებისას;
ბ)   ინკლუზიური   პროფესიული განათლების        სპეციალისტთან   შეთანხმებით მონაწილეობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიულ სტუდენტთა შეფასების   დოკუმენტაციის წარმოების პროცესში;
გ)  სასწავლო  და სამუშაო მასალის  ადაპტირება  და  მონაწილეობა  სსსმ პროფესიული  სტუდენტის   თვითმოვლის   აქტივობებში,  დამოუკიდებელი ფუნქციონირების  ხარისხის გაზრდის მიზნით;
დ) გეგმა/რეკომენდაციების  შემუშავება  საჭირო  ცვლილებების  განსახორციელებლად;
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; 
ბ)  CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;         
გ)   განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; 
დ)  პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის   გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის სპეციალისტის  შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
10.  ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი  უნდა იქნეს 2019 წლის   27 დეკემბრიდან 2020 წლის 8 იანვრის   ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს პროფესიული განათლების ცენტრის სპეციალისტი.
11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   პროფესიული   განათლების   ცენტრის   სპეციალისტის      შესარჩევად 
კონკურსის     გამოცხადების     შესახებ     განთავსდეს     უნივერსიტეტის     ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში;
12. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს წარედგინოს არაუგვიანეს 2020 წლის 20 იანვრისა.
13. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;





ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი          ლაშა საღინაძე

« უკან დაბრუნება