2020-08-03
ბრძანება №:148/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლად ავტორიზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2020 წელს ვაკანტური (აპლიკანტთა) ადგილების განსაზღვრის და მისაღები აპლიკანტთა რაოდენობიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა მიღებისთვის ადგილების განსაზღვრის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლად ავტორიზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2020 წელს ვაკანტური (აპლიკანტთა) ადგილების განსაზღვრის და მისაღები აპლიკანტთა რაოდენობიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა მიღებისთვის ადგილების განსაზღვრის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუქტის, მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 14 მაისის (MES 2 20 00377275), 2020 წლის 20 მაისის (MES 3 20 00393458) ბრძანებების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის ახლად ავტორიზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2020 წელს ვაკანტური (აპლიკანტთა) ადგილები განისაზღვროს დანართი N1 შესაბამისად.
2. სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის ახლად ავტორიზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2020 წლის მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა მიღებისთვის ადგილები განისაზღვროს დანართი N2 შესაბამისად.
3. ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსების  უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება