2015-09-11
ბრძანება №:160/01-01

"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ” თსუ რექტორის 2015 წლის 7 სექტემბრის #153/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ” თსუ რექტორის 2015 წლის 7 სექტემბრის #153/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის 2015 წლის 8 სექტემბრის №30849/02 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ” თსუ რექტორის 2015 წლის 7 სექტემბრის #153/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ იურიდიული ფაკულტეტის #5 დანართში და სისხლის სამართლის მიმართულებით საგამოცდო კომისიის შემადგენლობაში პირველ ნომრად მითითებულ მზია ლეკვეიშვილის (თავმჯდომარე) ნაცვლად მიეთითოს მაია ივანიძე (თავმჯდომარე).
2. შეტანილ იქნეს დამატება "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ” თსუ რექტორის 2015 წლის 7 სექტემბრის #153/01-01 ბრძანებაში და პირველი პუნქტით დამტკიცებულ იურიდიული ფაკულტეტის #5 დანართში მითითებულ საგამოცდო კომისიის შემადგენლობას კერძო სამართლის მიმართულებით დაემატოს:

16. მარიამ ცისკაძე; 
17. აკაკი გაწერელია;  
18. დავით ღიბრაძე;
19. სოსო ღურწკაია; 
20. სერგი ჯორბენაძე.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორი,პროფესორი    აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება