2008-03-24
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სასწავლო პროცესის მოწესრიგების მიზნით (ბრძანება #16/01-01)

ბრძანება # 16 / 01-01
24.03.2008 წ

     ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   
დოქტორანტურაში სასწავლო პროცესის მოწესრიგების მიზნით

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. დოქტორანტის მიერ დოქტორანტურის პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი კრედიტების მოპოვება   განხორციელდეს შემდეგი წესების დაცვით:
  1. დოქტორანტურის პროგრამით დადგენილი სასწავლო (60 კრედიტი) და კვლევითი (120 კრედიტი) კომპონენტებისათვის დადგენილი კრედიტების მოპოვება ხორციელდება სემესტრული 30 კრედიტის მოცულობით დოქტორანტურაში სწავლებისათვის დადგენილი 6 სემესტრის განმავლობაში.
  2. დოქტორანტს, რომელიც დოქტორანტურის პროგრამით განსაზღვრულ ვადებში (6 სემესტრში) ვერ მოიპოვა შესაბამისი სამეცნიერო ხარისხი, უფლება ეძლევა დაასრულოს  სასწავლო პროგრა მომდევნო, არაუმეტეს, ოთხი სემესტრის მანძილზე.
    1. დოქტორანტის მიერ სასწავლო პროცესში მონაწილეობისა და კვლევითი სამუშაოს შესრულების უფლების მოპოვების აუცილებელი წინაპირობაა შესაბამისი სემესტრული ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა.
  1. დოქტორანტს, რომელიც არ გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას უჩერდება დოქტორანტის სტატუსი და კარგავს აღნიშნულ სემესტრში კრედიტების მოპოვების უფლებას.
  2. დოქტორანტი, რომელსაც 3-ჯერ არასაპატიო მიზეზით არა აქვს გავლილი ადმინისტრაციული რეგისტრაცია უწყდება სტუდენტის სტატუსი.
  1. დოქტორანტი, რომელსაც შეჩერებული აქვს სტატუსი, კარგავს დროის ამ მონაკვეთში შესრულებული სამუშაოსათვის კრედიტების მინიჭების მოთხოვნის უფლებას. აღნიშნული წესი არ ვრცელდება იმ სამუშაოზე, რომელსაც დოქტორანტი ასრულებს ფაკულტეტთან (სამეცნიერო ხელმძღვანელთან) შეთანხმებით უცხოეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში.

2. ბრძანების შესრულება უზრუნველყოს თსუ სასწავლო დეპარტამენტმა.
3. დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის. ბრძანება საჯარო გაცნობისათვის გამოქვეყნდეს გაზეთში ,,თბილისის უნივერსიტეტი”, უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და მოხდეს მისი ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ღიად განთავსება.
4. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.

 

  რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა

 

« უკან დაბრუნება