2017-01-27
ბრძანება №:208/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2017 წლის იანვრის და თებერვლის თვეებში) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2017 წლის იანვრის და თებერვლის თვეებში) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის   დანიშვნის შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №81, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გ. შარვაშიძის 2016 წლის 09 დეკემბრის №224/01-01 და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 28 დეკემბრის №1141/02 ბრძანებების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის ირინე დარჩიას 2017 წლის 20 იანვრის №1577/02 წერილის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორის თ. ბერიძის 2016 წლის 27 დეკემბრი №46257/02 განცხადების და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დალი კანდელაკის 2016 წლის  27 დეკემბრის №46332/02 დასკვნის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაენიშნოთ სტიპენდია, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2017 წლის იანვრის და თებერვლის თვეებში), "სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში თითოეულს თვეში 150 ლარი დანართი №1 – ის მიხედვით;   

2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს თვეში 22950 ლარი, უნივერსიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით, ,,სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, სხვა ხარჯების მუხლში გათვალისწინებული სახაზინო თანხებიდან;

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის;

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                              ნ. ოვსიანიკოვა                              


« უკან დაბრუნება