2015-08-31
ბრძანება №:913/01-04

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებით სემესტრში რეგისტრაციის გავლის უფლების მინიჭების შესახებ’’ თსუ რექტორის 2015 წლის 7 აგვისტოს #843/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებით სემესტრში რეგისტრაციის გავლის უფლების მინიჭების შესახებ’’ თსუ რექტორის 2015 წლის 7 აგვისტოს #843/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №45/2010 დადგენილებით დამტკიცებული "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ზაფხულის დამატებითი სემესტრის ამოქმედების შესახებ” მე-2 მუხლისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2015 წლის 20 აგვისტოს  #1006/32 (კანცელარიაში რეგისტრაციის #26992/02 20.08.2015) წარდგინების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის                          2014-2015 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებით სემესტრში რეგისტრაციის გავლის უფლების მინიჭების შესახებ’’ თსუ რექტორის 2015 წლის 7 აგვისტოს #843/01-04 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ’’#1 დანართში’’ და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს.
3. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი, პროფესორი       აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება