2019-01-29
ბრძანება №:20/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მთავარი სპეციალისტის და უფროსი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მთავარი სპეციალისტის და უფროსი სპეციალისტის  შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის    ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 28 დეკემბრის N32/04 ერთობლივი ბრძანების და ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის   ხელმძღვანელის ნ. მელქაძის 2019 წლის 24  იანვრის N1055/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მთავარი სპეციალისტის (1 საშტატო ერთეული) და  უფროსი სპეციალისტის  (1 საშტატო ერთეული) შესარჩევად.

2.  ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მთავარი სპეციალისტის    (1 საშტატო ერთეული)   თანამდებობრივი  სარგო  განისაზღვრება  თვეში  1070  (ათას  სამოცდაათი) ლარით.

3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (ბიზნესის ადმინისტრირების, სამართალმცოდნეობის, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით);
ბ) ქართული ენა (წერა, კითხვა, მეტყველება);
გ) ინგლისური ენა (წერა, კითხვა, მეტყველება);
დ) მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საგანმანათლებლო/კვლევითი/პრაქტიკული
მიმართულებით;
ე) კომპიუტერული პროგრამის MS Office ცოდნა.

4. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი უნარ-ჩვევები:
ა) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
ბ) საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
გ) დროის ეფექტიანი მართვის და ანალიტიკური უნარი; 
დ) ეფექტიანი უკუკავშირის მიწოდების უნარი;
ე)თანამშრომელთა განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
ვ) შეხვედრების წარმართვის, პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების უნარი; 
ზ) მომხმარებლის მომსახურებაზე ორიენტირება;
თ)ცვლილებების ინიცირების ან/და მართვის უნარი; 
ი) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

5. აპლიკანტი  უნდა  იცნობდეს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე;
ბ) საქართველოს კანონს უმაღლესი განათლების შესახებ,
გ) ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საგრანტო პროექტების მომზადებას.

6. აპლიკანტს მოეთხოვება  მთავარი სპეციალისტის შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა) საგრანტო პროექტების მომზადებასა და მართვაში ჩართულობა;
ბ) ინოვაციური იდეების სტიმულირების გზების გამოვლენის მიზნით მსგავს დაწესებულებებში საუკეთესო პრაქტიკების მოძიება, მათი ეფექტურობის შეფასება და თსუ-ში დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
გ) ინოვაციური იდეების სტიმულირების მიზნით ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში -დეტალური გეგმის გაწერა, საჭირო პირებისა და რესურსების მობილიზების უზრუნველყოფა -მონაწილეობა;
დ) იდეის განხორციელების მონიტორინგი და რეალიზების ეტაპზე წარმოქმნილ ხარვეზებზე რეკომენდაციების მომზადება;
ე) იდეის ავტორთან დადებული კონტრაქტის პირობების შესრულების მონიტორინგი;
ვ) ცენტრის მომხმარებლებთან კვლევების/გამოკითხვების შედეგად გამოვლენილი
ხარვეზების გამოსწორება, ახალი სერვისების დამატების იდეების გამოვლენა;
ზ) თსუ-ში არსებული შესაძლებლობების გათვალიწინებით გამოვლენილ არხებთან მუშაობა და საჭირო მასალების მობილიზების უზრუნველყოფა;
თ)ხელმძღვანელის დავალებით ცენტრის ადმინისტრაციული  მხარდაჭერა და კონსულტაციების  უზრუნველყოფა კომპეტენციის  ფარგლებში;

7) კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების 
წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე ელექტრონულად;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (ბიზნესის
ადმინისტრირების, სამართალმცოდნეობის,კომპიუტერული მეცნიერებების
მიმართულებით);
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

8)     ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის უფროსი  სპეციალისტის   (1 საშტატო ერთეული)     თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 950 (ცხრაასორმოცდაათი) ლარით.

9)  აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა)  ბაკალავრის        აკადემიური        ხარისხი        (ბიზნესის        ადმინისტრირების, სამართალმცოდნეობის, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით);
ბ) ქართული ენა (წერა, კითხვა, მეტყველება);
გ) ინგლისური ენა (წერა, კითხვა, მეტყველება);
ე) კომპიუტერული პროგრამის MS Office ცოდნა;

10. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი უნარ-ჩვევები:
ა) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ბ) საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
გ) დროის ეფექტიანი მართვის და ანალიტიკური უნარი; 
დ) ეფექტიანი უკუკავშირის მიწოდების უნარი;
ე)თანამშრომელთა განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
ვ) შეხვედრების წარმართვის, პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების უნარი; 
ზ) მომხმარებლის მომსახურებაზე ორიენტირება;
თ) ცვლილებების ინიცირების ან/და მართვის უნარი; 
ი) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

5. აპლიკანტი  უნდა  იცნობდეს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე;
 ბ) საქართველოს კანონს უმაღლესი განათლების შესახებ,

11.  აპლიკანტს მოეთხოვება  უფროსი სპეციალისტის შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა) ინოვაციური იდეების სტიმულირების გზების გამოვლენის მიზნით მსგავს დაწესებულებებში საუკეთესო პრაქტიკების მოძიება და მათი ეფექტურობის შეფასება;
ბ) საგრანტო პროექტის წინადადების წერა და პროექტების მართვაში მონაწილეობა; 
გ) ინოვაციური იდეების სტიმულირების მიზნით ღონისძიებებისა და აქტივობების ეფექტურ დაგეგმვა / განხორციელებაში -დეტალური გეგმის გაწერა, საჭირო პირებისა და
რესურსების მობილიზება - მონაწილეობა;
დ) იდეის განხორციელების მონიტორინგი და რეალიზების ეტაპზე წარმოქმნილ ხარვეზებზე რეკომენდაციების მომზადება;
ე) კვლევების/გამოკითხვების ჩატარება ცენტრის მომხმარებლებთან-არსებულ სერვისებში ხარვეზების გამოვლენა, ახალი სერვისების დამატების იდეების გამოვლენა;

12. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების
წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე ელექტრონულად;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (ბიზნესის
ადმინისტრირების, სამართალმცოდნეობის,კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით);
 დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

13. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან   გასაუბრებას, (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.

14. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მთავარი სპეციალისტის და უფროსი სპეციალისტის  შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1); (დანართი 2).

15. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი  უნდა იქნეს 2019  წლის 30  იანვრიდან   2019  წლის   8  თებერვლის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს",  ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მთავარი სპეციალისტი“ ან „უფროსი სპეციალისტი“.

16. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მთავარი სპეციალისტის და უფროსი სპეციალისტის   შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე -  www.tsu.ge-ზe.

17. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2019  წლის 14 თებერვალს.

18. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;





ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი                                     ლაშა საღინაძე 
« უკან დაბრუნება