2012-11-19
ბრძანება №:158/01-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურისანი საგანმანათლებლო პროგრამის ,,მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) 2012-2013 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის  ერთსაფეხურისანი საგანმანათლებლო პროგრამის ,,მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) 2012-2013 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

    „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“,„ს“, „ტ“ ქვეპუნქტების,  მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:


1.    განისაზღვროს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე მედიცინა (ინგლისურენოვანი) 2012-2013 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები  შემდეგი სახით:

ა)   შემოდგომის სემესტრი:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია –   21 - 24 ნოემბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია –    22 - 26 ნოემბერი;
ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები –   26 ნოემბერი - 16 მარტი;
ა.დ) არდადეგები - 31 დეკემბერი - 7 იანვარი;
ა.ე) საგამოცდო პერიოდი - 18 მარტი - 13 აპრილი.

ბ)    გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაცია - 3  - 15  აპრილი;
ბ.ბ) სააუდიტორიო მეცადინეობები -   15 აპრილი – 26 ივლისი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 26 ივლისი - 23 აგვისტო.
ბ.ე) არდადეგები - 24  აგვისტო - 15 სექტემბერი.

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
3.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                                                                ლევან ალექსიძე                               

« უკან დაბრუნება