2019-06-17
ბრძანება №:147/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 23 მაისის N9515/28, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 28 მაისის N9764/26, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 13 ივნისის N11140/29, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 10 ივნისის N10713/32 და 11 ივნისის N10971/32, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 07 ივნისის N10684/27, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2019 წლის 24 მაისის N9580/30 და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 12 ივნისის N11055/31-02 წარდგინებების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.განისაზღვროს  სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში დოქტორანტურის   საგანმანათლებლო      პროგრამებზე      ვაკანტური      ადგილები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართების შესაბამისად:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6);
1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7).

2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს.
3.ბრძანების   ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსებისა  და  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის     გადაცემის     უზრუნველყოფა     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი                   გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება