2013-11-28
ბრძანება №:155/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული მოდერნიზაცია 2014’’ სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ’’ რექტორის 2013 წლის 21 ნოემბრის №147/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა” და ,,პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტისა და უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ტარიელ ზარანდიას 2013 წლის 22 ნოემბრის 36614/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული მოდერნიზაცია  2014’’  სამუშაო ჯგუფის  შექმნის შესახებ’’ რექტორის 2013 წლის 21 ნოემბრის №147/01-01 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტის ,,ვ’’ და ,,ი” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) თამარ ჯუღელი - სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი.”
,,ი) ნანა მაჭარაშვილი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი’’.

2. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული მოდერნიზაცია  2014’’  სამუშაო ჯგუფის  შექმნის შესახებ’’ რექტორის 2013 წლის 21 ნოემბრის №147/01-01 ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ს” ქვეპუნქტი:

,,ს) ტარიელ ზარანდია – საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი – სამუშაო ჯგუფის წევრი.”
3. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება.
5.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი, აკადემიკოსი                                                                             ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება