2015-10-27
ბრძანება №:200/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე - "ევროპისმცოდნეობა” 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მიღების, ვაკანტური ადგილების, გამოცდების ჩატარების ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე - "ევროპისმცოდნეობა” 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მიღების, ვაკანტური ადგილების, გამოცდების ჩატარების ვადებისა  და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის             2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების და ლევან ალექსიძის 2015 წლის 15 სექტემბრის №32922/02 წერილის,  ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის 2015 წლის 8 ოქტომბრის №37978/02 და №37981/02  წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს მიღება 2015–2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში    სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის #57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე;
2. განისაზღვროს 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე - "ევროპისმცოდნეობა” ვაკანტური ადგილების რაოდენობა 20 ადგილით;
3. განისაზღვროს 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე - "ევროპისმცოდნეობა” მიღების ვადები:

ა) საბუთების მიღება – 16-30 ნოემბერი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში – 2 დეკემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 4 დეკემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 7-8 დეკემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 9 დეკემბერი;
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 10 დეკემბერი;
ზ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან –
   14-16 დეკემბერი;
თ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება – 18 დეკემბერი.

4.    განისაზღვროს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: 
ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2015 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
კ) კვლევითი პროექტი ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ 3000 სიტყვა);
ლ) სამოტივაციო წერილი.

5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი       აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
« უკან დაბრუნება