2016-04-04
ბრძანება №:308/02-03

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილი თანამშრომლებისათვის, რომლებსაც უნივერსიტეტში ეკავათ აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა ანაზღაურების გაცემის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 31 დეკემბრის N1090/02-03 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილი თანამშრომლებისათვის, რომლებსაც უნივერსიტეტში ეკავათ აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა ანაზღაურების გაცემის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის    31 დეკემბრის  N1090/02-03 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, მე-40 მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისი 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილი თანამშრომლებისათვის, რომლებსაც უნივერსიტეტში ეკავათ აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა ანაზღაურების გაცემის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ’’ აკადემიური საბჭოს 2015 წლის 19 ივნისის №57/2015 დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 ნოემბრის №188/02-01 ბრძანების, წარმომადგენლობითი საბჭოს 2015 წლის 30 დეკემბრის №7 სხდომის ოქმის, პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის 2016 წლის  23 მარტის №11711/02 და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის  29 მარტის №12294/02 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილი თანამშრომლებისათვის, რომლებსაც უნივერსიტეტში ეკავათ აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა ანაზღაურების გაცემის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის  31 დეკემბრის N1090/02-03 ბრძანებაში განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული N2 დანართიდან ამოღებული იქნას     23-ე პუნქტი.
ბ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული  N2 დანართით განსაზღვრული ჯამი განისაზღვროს 9185 ლარის ოდენობით.
გ) ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიეცეს ანაზღაურება, 2016 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილ თანამშრომლებს, რომლებსაც უნივერსიტეტში ეკავათ აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა დანართების №1, №2 და №3-ის მიხედვით თვეში 16575.25 ლარი.
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, ყოველი კვარტლის ბოლო კვირაში, გასცეს 49725.75 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), უნივერსიტეტის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან.“
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 
მოვალეობის შემსრულებელი,             
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე,                                              ე. ქემოკლიძე





 
« უკან დაბრუნება