2010-06-28
ბრძანება №:06/03

უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების ფორმისა და ინდიკატორების დამტკიცების შესახებ

უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების ფორმისა და ინდიკატორების დამტკიცების შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 26–მუხლის მე–5 პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:

  1. დამტკიცდეს უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების ფორმა და ინდიკატორები  (დანართი 1).

  2. ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

  3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

  4. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.


საფუძველი: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მ.შ 2010 წლის 28 ივნისის N15594/02 წერილი.






ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის
უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
ასოცირებული პროფესორი                            ანასტასია ზაქარიაძე
« უკან დაბრუნება