2011-09-12
ბრძანება №:155/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში განხორციელებული სარემონტო - სარეაბილიტაციო სამუშაოს პროცესში არსებული ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენისა და შესაძლო კორექტივების პროექტის შემუშავების მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2011 წლის 9 სექტემბრის N23520/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში განხორციელებული   სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოს პროცესში არსებული ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენისა და შესაძლო კორექტივების შესახებ სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავების მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ერმი ქემოკლიძე – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) გიორგი ტალახაძე – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
გ) ზურაბ გაიპარაშვილი – საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი,  კომისიის წევრი, კომისიის მდივანი;
დ) ბესიკ ალადაშვილი – საფინანსო დეპარტამენტისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, კომისიის წევრი;
ე) ბიჭიკო ყურაშვილი – კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

2. დაევალოს კომისიას ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა არაუგვიანეს 2011 წლის 18 ოქტომბრისა.
3. კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ.
4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
5. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით, ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. კომისიის მუშაობა სრულდება მისთვის მინიჭებული ფუნქციის ამოწურვისთანავე ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
7. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
8.  ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
9.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                           დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება