2014-10-22
ბრძანება №:194/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014/2015 სასწავლო წლის გერმანულენოვანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის წერილის (36887/02; 22.10.2014) საფუძველზე  

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. ჩატარდეს შესარჩევი კონკურსი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანულენოვანი გაცვლითი  პროგრამის ფარგლებში, ზაარლანდის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სადოქტორო სტიპენდიისა და შემოდგომის აკადემიაში "რთული სამეზობლო" მონაწილეობის დაფინანსების მოსაპოვებლად. 

2. კონკურსი ჩატარდეს 2014 წლის 23 ოქტომბერს თსუ მეორე კორპუსში, ოთახი 203 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #3, თსუ-ს მეორე კორპუსი, მეორე სართული). 

3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

a) კომისიის თავმჯდომარე იაკობ ჰედერიჰი (DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის  თანამშრომელი); 

b) კომისიის წევრი ოქსანა დიკი (ბოშის ფონდის ლექტორი);

g) კომისიის წევრი პატრიკ ფრომბერგი (გოეტინგენის უნივერსიტეტის მეცნიერ- თანამშრომელი);

h) კომისიის წევრი ეიკე პონრადტი (კონსტანცის უნივერსიტეტისა და გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომელი).

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის

გერმანულენოვანი პროგრამების კოორდინატორი – ირინა გამყრელიძე.

5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარების წესი და კანდიდატთა შესარჩევი შეფასების კრიტერიუმები (დანართი 1). 



6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს

ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს. 

7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის

ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.

8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი, პროფესორი                             აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა


« უკან დაბრუნება