2009-06-05
ბრძანება №:100/02-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თამბაქოს მოწევის აკრძალვის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ

  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თამბაქოს მოწევის აკრძალვის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, ,,საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ პუნქტების საფუძველზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის პირველი მაისის #49/01-01 ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების უზრუნველსაყოფად:

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

  1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებული დანართით განსაზღვრული მარეგულირებელი წესი.
  2. დაევალოს თსუ კანცელარიას (ნ. ოვსიანიკოვა) წინამდებარე ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისათვის. ბრძანება საჯარო გაცნობისათვის გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტში’’, უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და მოხდეს მისი ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
  3. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
  4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

   ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი
                                რ. ხარბედია

« უკან დაბრუნება