2019-05-28
ბრძანება №:130/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის  შედეგების  (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“,  და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა,  მე-9  და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ნუგზარ ღლონტის 2019 წლის 21 მაისის N9302/10  წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2019 წლის 20 მაისის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი N2) საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,    მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) სექტორების მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით:

გეოფიზიკური ველების დინამიკისა და გამოთვლითი გეოფიზიკის სექტორი:
1.  ალექსანდრე  სბორშჩიკოვი  -    უფროსი  მეცნიერი  თანამშრომელი    -  1    საშტატო ერთეული

სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების  რისკის სექტორი:
1.  დავით სვანაძე -    უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორი:
1.  ნინო  ყვავაძე -    მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის    სამეცნიერო პერსონალთან.

3.  წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორის მოვალეობის შემსრულებელი           ნინო ოკრიბელაშვილი

« უკან დაბრუნება