2010-06-18
ბრძანება №:141/02-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ფიზიკური დაცვის, ტექნიკური დაცვის (დაცვის ელექტრონული საშუალებების სპეციალისტები) და სახანძრო უსაფრთხოების პერსონალის შესარჩევი კომისიის შემადგენლობისა და კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ფიზიკური დაცვის, ტექნიკური დაცვის (დაცვის ელექტრონული საშუალებების სპეციალისტები) და სახანძრო უსაფრთხოების  პერსონალის  შესარჩევი კომისიის შემადგენლობისა და კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.     ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ფიზიკური და ტექნიკური დაცვის პერსონალის შესარჩევი კომისია ჩამოყალიბდეს შემდეგი შემადგენლობით:
ა) რომან ხარბედია _ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მირიან ბიჭიკაშვილი _  რექტორის მრჩეველი;
გ) გიორგი გორაშვილი _ დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი;
დ) ნათელა ლაცაბიძე _ პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი (კომისიის მდივანი);

2.     პერსონალის შერჩევა ფიზიკურ დაცვაში განხორციელდეს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა) მაღალი შეფასების ასაკობრივი ზღვარი 25-დან 35 წლამდე _ 20-35 ქულა;
საშუალო შეფასების ასაკობრივი ზღვარი 35-დან 50 წლამდე _ 10-20 ქულა;
დაბალი შეფასების ასაკობრივი ზღვარი 18-დან 25 წლამდე და 50 წლის ზემოთ _ 0-10 ქულა;
ბ) კანდიდატის ინტელექტუალური დონე, კომუნიკაბელურობის უნარი _ 0-35 ქულა;
გ) კანდიდატის ფიზიკური მომზადება და გარეგნული პარამეტრები _       (განსაკუთრებული უპირატესობა მიენიჭება მოქმედ სპორტსმენებს ან რეგულარულად მოვარჯიშე პირებს, რომლებსაც შესაძლოა არ გააჩნიათ მაღალი სპორტული მიღწევები, მაგრამ იმყოფებიან კარგ ფიზიკურ ფორმაში) _ 0-30 ქულა.

3.     პერსონალის შერჩევა ტექნიკურ დაცვაში განხორციელდეს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა) დაცვის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების, მათი მონტაჟისა და სწორი ექსპლუატაციის ცოდნა, ტექნიკური დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება _ 0-50 ქულა;
ბ) კანდიდატის ინტელექტუალური დონე, კომუნიკაბელურობის უნარი _ 0-25 ქულა;
გ) კანდიდატის ასაკი, ფიზიკური მომზადება და გარეგნული პარამეტრები _       (განსაკუთრებული უპირატესობა მიენიჭება მოქმედ სპორტსმენებს ან რეგულარულად მოვარჯიშე პირებს, რომლებსაც შესაძლოა არ გააჩნიათ მაღალი სპორტული მიღწევები, მაგრამ იმყოფებიან კარგ ფიზიკურ ფორმაში) _ 0-25 ქულა;

4.     პერსონალის შერჩევა სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელდეს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა) სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე საშუალებების, მათი მონტაჟისა და სწორი ექსპლუატაციის ცოდნა. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება _ 0-50 ქულა;
ბ) კანდიდატის ინტელექტუალური დონე, კომუნიკაბელურობის უნარი _ 0-25 ქულა;
გ) კანდიდატის ასაკი, ფიზიკური მომზადება და გარეგნული პარამეტრები _       (განსაკუთრებული უპირატესობა მიენიჭება მოქმედ სპორტსმენებს ან რეგულარულად მოვარჯიშე პირებს, რომლებსაც შესაძლოა არ გააჩნიათ მაღალი სპორტული მიღწევები, მაგრამ იმყოფებიან კარგ ფიზიკურ ფორმაში) _ 0-25 ქულა.

5.   გასაუბრება ჩატარდება 2010 წლის 24 და 25 ივნისს თსუ II კორპუსში;

6.   ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

7.   ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 11 ივნისის ბრძანება №129/02-01








ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი                                    რ. ხარბედია

« უკან დაბრუნება