2017-03-07
ბრძანება №:41/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

     "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილებით (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი №10 29.12.2014წ.) დამტკიცებული დანართი №1 - "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის" პირველი მუხლის მე-2  და მე-3 პუნქტების, ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 მუხლის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის პირველი მარტის №04/04 ერთობლივი ბრძანების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანი გაფრინდაშვილის 2017 წლის პირველი მარტის №2462/27 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 7 მარტს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 10 აპრილიდან 2017 წლის 18 აპრილის ჩათვლით, საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2017 წლის 2 მაისისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 
   
აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

აღმოსავლეთის ისტორიის კათედრა 
 
    პროფესორი – 1 საშტატო ერთეული 
    
    5. პროფესორის  თანამდებობაზე  ასარჩევმა  კანდიდატმა  უნდა  წარმოადგინოს:
ა)  განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  (დადგენილი   ფორმის მიხედვით);    
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული  (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);            
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამეცნიერო – პედაგოგიური  მუშაობის  გამოცდილების  დამადასტურებელი  დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2017 წლის 10 აპრილიდან 2017 წლის 18 აპრილის ჩათვლით 9 საათიდან 18 საათამდე, თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში,  მისამართი:  თბილისი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, II სართული, ოთახი N 207;
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი       გიორგი შარვაშიძე                                   

« უკან დაბრუნება