2013-10-01
ბრძანება №:111/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ

     „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლისა და  63–ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ ძირითადი დებულებების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ორგანიზებულად და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარების მიზნით, დაევალოს „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის №174/02-01 ბრძანების საფუძველზე შექმნილ საინვენტარიზაციო კომისიას 2013 საბიუჯეტო წლის ბოლოს 01 ოქტომბრიდან                           31 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია და ინვენტარიზაციის აქტის, შესაბამის დოკუმენტებთან ერთად, წარმოდგენა ზემოაღნიშნული კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;
2. ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზებულად და მოქმედ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, დაევალოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესაბამისად დადგენილი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა საინვენტარიზაციო ქვეკომისიების დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე;
3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის, დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის;     
4. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
6.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                  დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება