2014-11-14
ბრძანება №:205/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 12 ნოემბრის არჩევნების შედეგების საფუძველზე არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს პირველი სხდომის მოწვევის თაობაზე

  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის 2014 წლის 14 ნოემბრის №39367/02 წერილის საფუძველზე,   

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014 წლის 12 ნოემბრის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არჩევნების შედეგების საფუძველზე მოწვეულ იქნეს წარმომადგენლობითი საბჭოს პირველი სხდომა  2014 წლის 15 ნოემბერს. 
2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართოს უნივერსიტეტის I კორპუსის №107 აუდიტორიაში 12:00 საათზე.  
3.  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა და განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
4.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის დეპარტამენტს.
5.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 
 
რექტორი, პროფესორი                                          აკადემიკოსი   ვლადიმერ  პაპავა

« უკან დაბრუნება