2013-01-21
ბრძანება №:09/01-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამებზე 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამებზე 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

    „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "ს", "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებით დამტკიცებული "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის" მე-7 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 12 დეკემბრის №32238/02, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 24 დეკემბრის №33554/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 18 დეკემბრის №32788/02 და 2013 წლის 14 იანვრის №558/02, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 18 დეკემბრის №32817/02 და 2013 წლის 14 იანვრის №547/02, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 19 დეკემბრის №33016/02, ტურიზმის საერთაშორისო სკოლის დირექტორის 2012 წლის 18 დეკემბრის №32735/02 და 2013 წლის 14 იანვრის №546/02 წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. განისაზღვროს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანების №1 დანართის შესაბამისად;
  2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების  უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
  3. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას
  4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი                                          ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება