2018-09-28
ბრძანება №:248/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილებების  შეტანის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ისტიტუტის დირექტორის ლაშა ბრეგვაძის 2018 წლის 26 სექტემბრის №19659/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილებები "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,გ” თავის მე-6 მუხლის ,,6.1.“ და ,,6.2.“  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.1. თემურ ცქიტიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი;
 6.2. გიორგი რუსიაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი.“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                                ნუნუ ოვსიანიკოვა



« უკან დაბრუნება