2014-10-20
ბრძანება №:814/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დამატებითი სემესტრის დოქტორანტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სწავლის საფასურის განსაზღვრის თაობაზე

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 15-ე მუხლის პირველი პუნქტის, 16-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ტ. ზარანდიას 2014 წლის 16 ოქტომბრის #36297/02 სამსახურებრივი ბარათის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2014 წლის 25 სექტემბრის #7 სხდომის ოქმის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ. ბოჭორიშვილის 2014 წლის  26 სექტემბრის  #33356/02 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის დამატებითი სემესტრის  დოქტორანტებს,  განესაზღვროთ 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სწავლის სემესტრული  საფასური -  თითოეულს 150 ლარი: 

ა) პირველი დამატებითი სემესტრი

ა.ა)   დანელია ნინა
ა.ბ)   გაჩეჩილაძე ნათია
ა.გ)   სამაშვილი ნინო
ა.დ)   გორდაძე იორამ
ა.ე)   ლომაძე ალექსანდრე
ა.ვ)   ვარდანაშვილი ქრისტინე
ა.ზ)   ხარძიანი თამარი
ა.თ)   ტოკლიკიშვილი ნათელა




ბ) მეორე დამატებითი სემესტრი

ბ.ა)   არჩუაძე მაია
ბ.ბ)   შამათავა ირმა

გ) მესამე დამატებითი სემესტრი

გ.ა)   პაპუკაშვილი ირინე
გ.ბ)   ბუთხუზი თინათინი
გ.გ)   ლომიძე ნინო

დ) მეოთხე დამატებითი სემესტრი

დ.ა)   გეონჯიანი ანა
დ.ბ)   გოგალაძე ხათუნა

2.  დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები დოქტორანტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5.  ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:                                 დ. ჩომახიძე

« უკან დაბრუნება