2020-09-08
ბრძანება №:170/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 13 ივლისის N132/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 13 ივლისის N132/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება და დამატება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 13 ივლისის N132/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში:

ა) სათაურის ნაწილში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბაკალავრიატი/დიპლომირებული  მედიკოსი/სტომატოლოგის   საგანმანათლებლო პროგრამა“

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1 ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა: 
1.ა. პირველსემესტრელთა  რეგისტრაცია:
1.ბ. ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 3-9 სექტემბერი;
1.გ. აკადემიური რეგისტრაცია - 10-14 სექტემბერი.
1.დ. შემოდგომის სემესტრი:
1.ე. ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 7 აგვისტო - 21 სექტემბერი; 
1.ვ. აკადემიური რეგისტრაცია - 14 - 21 სექტემბერი;
1.ზ. სააუდიტორიო მეცადინეობები - 21 სექტემბერი - 26 დეკემბერი; 9-16 იანვარი; 
1.თ. საგამოცდო პერიოდი - 18 იანვარი - 10 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები), 16-22 თებერვალი   (დამატებითი გამოცდები);
1.ი. არდადეგები - 27 დეკემბერი – 8 იანვარი;   23-28 თებერვალი.“

2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.



რექტორი    გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება