2007-03-09
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გულნაზი გალდავას ბრძანება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის წესის შესახებ (ბრძანება N09/02–01)

ბრძანება № 09/02–01

09.03.2007 წ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის წესის შესახებ

 

“საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” 2006 წლის 13 მაისის საქართველოს კანონით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდევინებისას კანონიერების დაცვის მიზნით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლიდან გამომდინარე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაევალოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო განყოფილებას საჯარო ინფორმაციის გაცემა დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის “საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ.
2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) A4 და A5 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლი - ერთი გვერდი – 0,05 ლარი;
ბ) ლაზერულ პრინტერზე ამობეჭდვა – ერთი გვერდი – 0,10 ლარი;
გ) კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკი 2,65 ლარი;
დ) დისკეტაზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკეტა – 1,3 ლარი;


3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო სამსახურმა უზრუნველყოს ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სალაროში, ქვითრის გაცემა და თანხის ჩარიცხვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიუჯეტო ანგარიშზე.

4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო განყოფილებას
(ნ. ოვსიანიკოვა) და საფინანსო სამსახურს (მ. ცარციძე).
5. ბრძანება საჯარო გაცნობისათვის გამოქვეყნდეს გაზეთში “თბილისის უნივერსიტეტი”, უნივერსიტეტის ვებ გვერდზე და მოხდეს მისი ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გ. გალდავა

« უკან დაბრუნება