2013-02-27
ბრძანება №:26/01-01

"ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამებზე 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ" უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 21 იანვრის #09/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "ს", "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2013 წლის 26 თებერვლის #114/28 (#5361/02, 26.02.2013) წარდგინების საფუძველზე,,

ვბრძანებ:

1.    შევიდეს ცვლილება უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 21 იანვრის #09/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ #1 დანართში და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე განსაზღვრული ვაკანტური ადგილების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"5. კომპიუტერული მეცნიერებები: 9"

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
3.    ბრძანების დაინტერესებულ პირისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე, პროფესორი                          ლევან ალექსიძე

« უკან დაბრუნება