2020-07-09
ბრძანება №:559/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 6 ივლისის N564852 ბრძანების ფარგლებში ერთჯერადი დახმარების გაცემის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 6 ივლისის N564852 ბრძანების ფარგლებში ერთჯერადი დახმარების გაცემის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მარიამ ტაბატაძის 08.07.2019წ. N9608/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გაიცეს, „საქართველოს განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 დეკემბრის N1996 ბრძანებით დამტკიცებული „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის „2020 წელს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტების ერთჯერადი დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში ერთჯერადი დახმარების გაცემის შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 6 ივლისის N564852 ბრძანების ფარგლებში, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებზე ერთჯერადი დახმარება, თითოეულზე 150 ლარის ოდენობით დანართი N1 – ის მიხედვით.
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს 4500 ლარი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისა და თანამემამულის სტატუსის მქონე პირების უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტის ანგარიშზე ამ მიზნისათვის ჩამორიცხული თანხიდან.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე

« უკან დაბრუნება